Image

ნახეთ სინამდვილეში რა განსხვავებაა კორონავირუსსა და გრიპს შორის - ის რაც დღემდე არ იცოდით

image

ინფექციონისტი რეზო მეჭურჭლიშვილი გრიპისა და კორონავირუსის განმასხვავებელ ნიშნებზე საუბრობს და ამბობს, რომ მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის ხველა. ამის შესახებ მან გადაცემაში „360 გრადუსში“ ისაუბრა.

მისი თქმით, ვირუსი შესაძლოა ერთ დღეში უცბად გართულდეს.

„მთავარი განმასხვავებელი ის არის, რო მას აქვს მშრალი ხველა და არა ე.წ. პროდუქტიული ხველა. კორონავირუსს აქვს მაღალი ტემპერატურა, რთულ შემთხვევებში სუნთქვის უკმარისობა და ძალიან იშვიათად შეიძლება ჰქონდეს დიარეაც კი. ახასიათებს ნელი დასაწყისი. 5-6 დღე შეიძლება ჰქონდეს ისეთი მდგომარეობა პაციენტს, რომ ის იყოს შრომისუნარიანი. შეიძლება ჰქონდეს ყელის წვა, ოდნავ მშრალი ხველა. თავიდანვე ტემპერატურა შეიძლება არ იყოს მაღალი.

ერთი ცუდი განმასხვავებელი, რაც დაავადებას ახასიათებს არის ის, რომ შეიძლება უცბად გაუარესდეს“,- აღნიშნა რეზო მეჭურჭლიშვილმა.шаблоны для dle 11.2
loading...
1-03-2020, 00:16
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები